We Move Your Imagination

პროექტები

მყარ ქანებში გვირაბსაბურღი ყველაზე დიდი მანქანის  საქართველოში ტრანსპორტირების პროექტი

მყარ ქანებში გვირაბსაბურღი ყველაზე დიდი მანქანის საქართველოში ტრანსპორტირების პროექტი

Ჩვენი შვილობილი კომპანია LS Heavylift-ის პორტფელი არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. გვეამაყება და მოტივაციას გვაძლევს ფაქტი, რომ ჩვენი წვლილიც არის ქვეყნის ეკო ...

თარიღი: 2020 წლის 27 დეკემბერი - 2021 წლის 30 ივლისი შესრულებული სამუშაო: მყარ ქანებში გვირაბსაბურღი ყველაზე დიდი მანქანის საქართველოში ტრანსპორტირების პროექტი
დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგური

დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგური

ჩვენ განვაგრძობთ განახლებადი და ამოუწურავი ენერგო-რესურსების შექმნისკენ მიმართულ პროექტებში მონაწილეობას. ამ ჯერად საქმე დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგურის შექმნას ეხება. პროექტის პირველი ეტაპის ფარგ ...

თარიღი: სექტემბერი-დეკემბერი, 2020 შესრულებული სამუშაო: 10 ერთეული ქარის ტურბინის ტრანსპორტირება

კომპანია

დაარსებიდან მოკლე დროში, Logistics Solutions-მა, რომელიც ევროპულ სტანდარტებზეა მორგებული შეძლო  საქართველოში ერთ-ერთ  წამყვან სატრანსპორტო კომპანიად ჩამოყალიბება. მენეჯმენტის სწორმა მიდგომამ და განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ იმოქმედა კომპანიის რეპუტაციაზე და მოიპოვა აღიარება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე უცხოელ პარტნიორებთან.

საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია თბილისში 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის ოფისები განლაგებულია საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის ქალაქებში.

Logistics Solutions გთავაზობთ საექსპედიტორო და ინტეგრირებული ლოჯისტიკური მომსახურებების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს როგორც მცირე ასევე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, კონკრეტული წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად გთავაზობთ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს. თუ თქვენ გჭირდებათ ტვირთის გადაზიდვა მთლიანი ან ნაკრები მანქანით, ან ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული ტვირთის ტრანსპორტირება, ჩვენი საოპერაციო გუნდი შემოგთავაზებთ ოპტიმალურ მარშუტს და მაქსიმალურად ეფექტურ ფასს. თქვენი ტვირთის უსაფრთხოების კონტროლს ჩვენი საოპერაციო გუნდი და მათი 24 საათიანი ჩართულობა უზრუნველყოფს.

ჩვენი უპირატესობები

  • სწრაფი რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნებზე
  • ოპერატიული გუნდი ხელმისაწვდომი 24/7-ზე
  • ოპტიმალური ფასები
  • მომხმარებელზე ორიენტირებული
  • საპროექტო გადაზიდვების გამოცდილი გუნდი