We Move Your Imagination

საინჟინრო მომსახურება

Engineering

ჩვენი საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულების, საპროექტო გადაზიდვების განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა ურთულესი და ყოვლისმომცველი საინჟინრო მომსახურების გაწევის გარეშე.

თითოეული მცირე თუ მსხვილი პროექტი, რომელიც ჩვენს აქტივშია სწორედ საიჟინრო მომსახურების დაგეგმარებით დაიწყო და განხორციელდა. არაგაბარიტული და მძიმე ტვირთების ტრანსპორტირების მსგავსი კომპლექსური ოპერაციები დეტალურ საიჟინრო ღონისძიებებს მოითხოვს.

ჩვენი საიჟინრო მომსახურება მოიცავს:

  • ტვირთის სპეციფიკის გათვალისწინებით გადაზიდვის მეთოდის შედგენას;
  • კონკრეტული ტვირთისთვის შესაბამისი მისაბმელების და სწორი დამაგრების სქემის შემუშავებას;
  • კომპიუტერული სიმულაციისა და ნახაზების შედგენას;
  • გასავლელი მარშუტის წინასწარ კვლევას, შემოწმებასა და დაგეგმარებას;
  • საჭიროების შემთხვევაში საგზაო ინფრასტრუქტურის შესაბამის კონდიციმდე მოყვანას, ან ტვირთისა და ადგილმდებარეობის მაქსიმალური უსაფრთოებისთვის მოკლევადიანი კორექტირების შეტანას;
  • სახიდე გადასასვლელების შემოწმება/მონიტორინგს;
  • ალტერნატიული/შემოვლითი გზების ორგანიზებას;
  • ტვირთის ესკორტირებასა და საგზაო მოძრაობის რეგულაციას;
  • სამაგრებისა და ლოჟემენტების აწყობას.