We Move Your Imagination

სარკინიგზო გადაზიდვები

როგორც ქართული კომპანია ჩვენ ძალიან მოქნილები ვართ სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით, რამეთუ გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს დავფაროთ მთელი რეგიონი.

სარკინიგზო გადაზიდვების წარმოება შეგვიძლია: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და რუსეთში.

ტარიფების გამოთვლის გარდა, დამატებითი სერვისების სახით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ტვირთის ვაგონებში ჩატვირთვას ყველაზე ოპტიმალური სქემით. ჩვენი მომსახურების ფართო არეალი მოიცავს ასევე ტვირთის დამაგრებას, მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, გადაზიდვის მონიტორინგს მისი დაწყებიდან დანიშნულების ადგილამდე, და რაც ყველაზე მთავარია, რკინიგზის სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთბას სხვადასხვა სახის ნებართვისა და საკითხების მოსაგვარებლად.

ჩვენი სერვისი მოიცავს ისეთი ტვირთვების ტრანსპორტირებას როგორიცაა:

  • არაგაბარიტული/ ზენორმატიული;
  • საკონტეინერო;
  • ნაყარი, თხევადი და ტემპერატურული რეჟიმების საჭიროების ტვირთები.