We Move Your Imagination

პროექტები

პროექტი ''ქართლი'' - ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში

თარიღი: ივლისი - სექტემბერი, 2016 შესრულებული სამუშაო: Vestas 6 ერთეული ქარის ტურბინის ტრანსპორტირება ფოთის პორტიდან გორმადე და შემდგომ მათი ინსტალაცია საწყისი ადგილმდებარეობა: ფოთი, საქართველო დანიშნულების ადგილი: გორი, საქართველო

2015 წელს, პირველად საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში ქარის ელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ქარის ენერგია არის განახელბადი და ამოუწურავი, იგი არ აბინძურებს გარემოს. მსგავსი ელექტროსადგურები ამცირებს ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებას და ქმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს.

2016 წელს Logistis Solutions-სა და შვილობილ კომპანია LS Heavylift-ს გაუფორმდა ხელშეკრულება ქარის ტურბინების გადაზიდვისთვის და ინსტალაციისთვის. ჩვენი კომპანია მსოფლიოში წამყვანი ქარის ტურბინების მწარმოებელ Vestas დაკვეთით მუშაობდა. აღნიშნული პროექტი ისტორიული მნიშვენლობის იყო საქართველოსთვის. 57.2 მეტრის სიგრძის ტურბინის ფრთების ტრასნპორტირება ფოტის პორტიდან ქალაქ გორამდე საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რომლის დასაძლევად საჭირო იყო პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე სატრანსპორტო ტექნიკა.

260 კილომეტრის გზა ყურადღებით და დეტალურად იქნა გაანლიზებული ჩვენი ინჟინრების მიერ, კომპლექსური გზის კვლევის მეშვეობით დადგინდა საუკეთესო მარშუტები პროექტის განსახორცილებლად. ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი კოშკური სექციის გადატანა აღმოჩნდა, მისი დიდი დიამეტრის გამო მთავარ მაგისტრალზე მისი გადაადგილება შეუძლებელი იყო და ალტერნატიული მარშუტის შემუშავება მოგვიწია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით. ტვირთის ზომა იმდენან მოცულობითი იყო რომ გზის სავალი ნაწილის გაფართოებაც კი გახდა საჭირო

ჩვენი კომპანია ისწრაფის საქართველოს სატრანპორტო სექტორში ინოვატორობისკენ და მსგავსი მოცულობის პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა რესურსების სწრაფი მობილიაზციის და პროექტების დეტალების ორგანიზაციის უნარმა მნიშვენლოვანი როლი ითამაშა პირველი ქარის ელქტორსადგურის იმპლემენტაციის პროცესში.

 

ქმნის