We Move Your Imagination

სიახლეები

Dnistrovskyi WPP

26 სექტემბერი, 2020

დიდი ხანი არ გასულა, რაც უკრაინაში ქარის ელექტრო სადგურის ახალი პროექტის შესახებ გაცნობეთ. დღეს კი პირველი დატვირთული ბარჟა მივიღეთ. გთავაზობთ დეტალებს: ამ ჯერად ტვირთი შედგება 15 მძიმეწონოსანი ფრთისგან, რომელიც კომპანია General Electric Wind Power Generator-ის წარმოების 5 ერთეული ქარის ელექტრო ტურბინა-გენერატორისთვისაა გაკუთვნილი (თითოეული მათგანი 4 მვ სიმძლავრის). საწყის ეტაპზე პროექტი ჯამში 10 პლატფორმის განთავსებას ითვალისწინებს. პარალელურად ჩვენმა პროფესიონალმა და გამოცდილმა გუნდმა მდინარის ნაპირზე უკვე სრულ მზადყოფნაში მოიყვანა სატრნსპორტო ტექნიკა. ხოლო, პორტიდან 236 კმ-ის მანძილზე, სოფელ სტაროკოზაჩეს შემოგარენში ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშოები გენერტორების ფუნდამენტების შესაკრავად. ჩვენი მისია პორტიდან დანიშნულების წერტილამდე ზე-გაბარიტული და ზე-მძიმე კომპონენტების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება გახავთ. წინ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. დარჩით ჩვენთან და ადევნეთ თვალი თუ როგორ ისხამს ფრთებს კიდევ ერთი ეკო-მეგობრული ენერგო პროექტი ლოჯისტიკს სოლუშენის დახმარებით.