ჰიდროელექტროსადგურებს ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის წამყვანი ადგილი უკავია. ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ჰეს-ზე გამომუშავებული ელ.ენერგია არის სუფთა და გაცილებით იაფი, ვიდრე სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მზის, ქარის და ა.შ. გენერირებული ენერგია. შესაბამისად უდავოა რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ახალი ჰესების მშენებლობა.
დღესდღეობით საქართველო გახდა რეგიონალური ჰიდროენერგეტიკის ცენტრი , სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ამ სექტორის განვითარებას, რაც სამომავლოდ საქართველოს მისცემს შესაძლებლობას გახდეს ელექტრო ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.
ჰესებისთვის შესაბამისი ტვირთების ტრანსპორტირება მოითხოვს საპროექტო ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. Logistics Solutions- სი ხელს უწყობს ამ მიმართულების განვითარებას და ვახდენთ სხვადასხვა ენერგო დანადგარების ტრანსპორტირებას.