We Move Your Imagination

QHSE პოლიტიკა

QHSE

ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და ხარისხის მართვის ინტეგრირებული პოლიტიკა 

ლოჯისტიკს სოლუშენსის პოლიტიკა მიზნად ისახავს, დაიცვას და გაუფრთხილდეს თანამშრომლების, კონტრაქტორების, კლიენტებისა და ფართო საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო გადაზიდვებისა და საექსპედიტოროს აქმიანობის განხორციელების პროცესში და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეუთავსოს თავის საქმიანობა როგორც არსებულ კანონმდებლობას, ისე QOH&S-ის უმაღლეს სტანდარტებს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და მუდმივად გავაუმჯობესოდ სერვისების ხარისხი მომხმარებელთა კმაყოფილების მისაღწევად.

გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების საფუძველი ბიზნეს-დაგეგმარების და საოპერაციო პროცესებში ძლიერი QOH&S-ის პროგრამების დანერგვაა.

ჩვენი მიზანია:

  • ადგილობრივ დასაერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრა. საკანონმდმებლო ცვლილებებისა და განახლებების მუდმივი კვლევა და მონიტორინგი,   მათთან შემდგომი შესაბამისობის შესანარჩუნებლად.
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და მუდმივი სწრაფვა მისი კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, სადაც დაცული იქნება პერსონალის, კონტრაქტორების, ვიზიტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
  • თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება რეგულარული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარებით. OH&S-ის მართვის საკითხებზე თანამშრომლებთან კონსულტაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
  • ორგანიზაციული და საოპერაციო რისკების მუდმივი შეფასება, კონტროლის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედება და მისი ეფექტურად განხორციელება. ეფექტური და ქმედითი პრევენციული ღონისძიებების დანერგვით, ინციდენტების, უბედური შემთხვევების, საწარმოო ტრამვებისა და დაავადებების მინიმუმამდე დაყვანა.
  • სამუშაო აღჭურვილობისა და ტექნიკა-დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, მათი პერიოდული ინპექტირება და ტექ-მომსახურება.
  • დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების განხილვა, მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი კმაყოფილების ხარისხის მუდმივი კვლევა და შეფასება.
  • კვალიფიციური კონტრაქტორების შერჩევა; მათი ინფორმირება და ჩართულობის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვისპ როცესში.
  • QOH&S ინტეგრირებული მართვის სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება და მუდმივი გაუმჯობესება. მონიტორინგის, შეუსაბამობების მართვის, ანგარიშგების სისტემის, პროცესის აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • აქტიური კომუნიკაციის წარმოება კომპანიის თითოეული თანამშრომლისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის QOH&S-პოლიტიკის გაცნობის უზრუნველსაყოფად.

ზემოხსენებული დებულებები მიღებული და იმპლემენტირებულია ოფიციალურად დამტკიცებული დოკუმენტით

 

გარემოსდაცვითი პოლიტიკა

სამსახურეობრივი ჯანდაცვის შენარჩუნებასთან ერთად, მოქმედება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე - ეს ის საკითხია, რომელზეც ყოველდღიურად ვზრუნავთ ჩვენი სამუშაოს შესრულების დროს. გარემოს შენარჩუნება და მისი გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მივისწრაფვით განვავითაროთ გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა და დავნერგოთ ჰაერის დაბინძურების აღკვეთის მაღალი ხარისხი, ასევე ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება და ამ მიმართულებით სამართლებრივი ნორმების დაცვა.

უსაფრთხოების ფილოსოფია და ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინციდენტის თავიდან აცილება და ამრიგად მათი მაჩვენებლის დაყვანა მინიმალურ ნიშნულამდე. კომპანიის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლები პასუხისმგებლები არიან განხორციელებული სამუშაოს დროს ფიზიკური დაზიანების, სხვადასვხა სახის ზიანისა და დაავადებების თავიდან აცილების თაობაზე. სამსახურეობრივი უსაფრთხოება და ჯანდაცვა კომპანიის თანამშრომელთა ზოგადი შრომის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თანამშრომელთა გადამზადება სამუშაოს უსაფრთხოების საკითხებში არის კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ფიზიკური ზიანის თავიდან აცილება, ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვა არის ის გზა, რა გზითაც უნდა ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა.