We Move Your Imagination

COVID 19

ახალი კორონავირუსით (SARS, SARS-CoVCoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID COVID-19) დაკავშირებით მსოფლიო პანდემიის პირობებში, Logistics Solutions-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების შესახებ ინდივიდუალური გეგმის მიღების თაობაზე, რაც ითვალისწინებს ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების საგანგებო ნორმების გაწერა-შემუშავებასა და მათ ეფექტურ განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს Logistics Solutions-ის თანამშრომლების, კონტრაქტორების და პარტნიორების ეფექტურ დაცვას COVID-19-გან.

ხსენებული გეგმა სრულად ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებებს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციებს.

აღნიშნული ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების საგანგებო გეგმა ვრცელდება „ლოჯისტიკს სოლუშენს“-ის ოფისებსა და ობიექტებზე.

გეგმის გაწერამდე ჩატარდა დეტალური რისკების შეფასება, რომლის შედეგებიც შეედარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ახალი კორონავირუსით (SARS, SARS-CoVCoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს.

საკონტროლო ღონისძიებების შემუშავება განხორციელდა საერთაშორისოდ აპრობირებული და შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ რეკომენდირებული საკონტროლო მექანიზმების იერარქიის მიხედვით:

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული რეგულაციებისთვის ეწვიეთ: www.stopcov.ge