საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია Logistics Solutions-ი 2011 წელს, თბილისში დაფუძნდა.
მისი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორისთვის, ირაკლი ცანკაშვილისთვის Logistics Solutions-ის შექმნის მთავარ მოტივაციას წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე სანდო და მდგრადი ექსპედიტორი კომპანინიის შექმნის იდეა. მას იმთავითვე გააჩნდა მომავლის მკაფიო ხედვა, სადაც საქართველოს სტრატეგიული გეო-ლოკაციისა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის წყალობით შესაძლებელი გახდებოდა ევროპული სტანდარტების, წარმატებული ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
კომპანიამ დაარსებიდან ძალიან მალე, შეძლო ქვეყნის მასშტაბით წამყვანი პოზიციების მოპოვება. სწრაფი წარმატება განპირობებული იყო მენეჯმენტის სწორი მიდგომებით, ორგანიზაციის მართვის ევროპული ფასეულობებით და მუდმივი სწრაფვით განვითარებისკენ.
შექმნიდან უმოკლეს დროში, Logistics Solutions-ი საერთაშორიოს ბაზარზე გაფართოვდა და რეგიონის ქვეყნების შემდეგ, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოჩნდა.
დღეს-დღეობით კომპანიის ოფისები წარმოდგენილია აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და იტალიის ქალაქებში. უახლოეს მომავალში კი იგეგმება უზბეკეთისა და გერმანიის ფილიალების გახსნა.
Logistics Solutions-ის მომსახურების სანდოობა დასტურდება ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან უშუალო თანამშრომლობით. ის ერთადერთი კომპანიაა ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც აკრედიტირებულია და პირდაპირი ვენდორია ისეთი წამყვანი ბრენდების როგორებიც არიან: Siemens, Vestas, General Electric, და Tecnimont.
მომსახურების მაღალი დონე დასტურდება ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მიღებული საერთაშორისო სერტიფიკატებით.
- 2014 წელს Logistics Solutions-მა წარმატებით გაიარა აუდიტი ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და მიენიჭა ISO 9001: 2008 სერტიფიკატი;
- 2016 წელს კომპანიამ წარმატებით გაიარა რე-სერტიფიცირების პროცესი და მიენიჭა, იმ დროისთვის უახლესი, ISO 9001: 2015სერტიფიკატი;
- ხოლო 2021 წელს, ხარისხის ISO 9001: 2015სერტიფიკატთან ერთად, კომპანიამ წარმატებით გაიარა აუდიტი და მიიღო ISO 45001: 2015 შრომის უსაფრთხოებისმიმართულებით.