We Move Your Imagination

ხარისხის სტანდარტი

ჩვენი კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება საექსპედიტორო და ინტეგრირებულ ლოჯისტიკაში და მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე, მუდამ მიისწრაფვის იმისკენ, რომ მომხმაერებელს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების საუკეთესო სერვისი, რომელიც მუდამ პასუხობს კლიენტის მოთხოვნებს და თანხვედრაშია მის მოლოდინებთან.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანია მოქმედებს შემდეგი პრინციპებით:

  • შესრულებული სამუშაოს შეფასება - ხარისხის გაუმჯობესება შესრულებული სამუშაოს შეფასების გზით, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების კმაყოფილების შესახებ პერმანენტული უკუკავშირის გამოთხოვნასა და მონიტორინგს, რათა განისაზღვროს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და გაუმჯობესდეს როგორც კლიენტის, ისე ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობები.
  • ხარისხის გაყმჯობესება, გულისხმობს უწყვეტ პროცესს, რა დროსაც ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის კომპანია სისტემატურად ისახავს მიზანსა და ორიენტირს არსებული საუკეთესო გამოცდილების და სხვადასხვა პროგრამების იმპლემენტაციის გზით. ეს კი თავისმხრივ ნიშნავს მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მისაღებ და ეფექტურ ფასებში და ასევე კომპანიის მხრიდან შიდა და გარე აუდიტების წარმოებას.
  • მომხმარებელზე მუდმივი ორიენტირება - მომხმარებლის მოთხოვნის განსაზღვა და გაწეული მომსახურების შემდეგ მისი კმაყოფილების დონის დადგენა. მყისიერი რეაგირება ნებისმიერი სახის ხარვეზზე, თუკი ასეთი იჩენს თავს მომსახურების გაწევისას.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება, ისევე როგორც კომპანიის შიდა განაწესისა და პროტოკოლის დაცვა.
  • სხვადასხვა ტრენინგებისა და პროგრამების გავლის გზით კომპანიის წარმომადგენელთა და თანამშრომელთა პროფესიულ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ხსენებული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.

 

ზემოხსენებული დებულებები, მიღებული და დამტკიცებულია ოფიციალური დოკუმენტით

 

2014 წელს Logistics Solutions-ს წარმატებით ჩაუტარდა აუდიტი ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და მიენიჭა ISO9001:2008 სერტიფიკატი.  2016 წელს კი, კომპანიამ წარმატებით გაიარე რე-სერტიფიცირების პროცესი და მიენიჭა უახლესი ISO 9001:2015 სტანდარტი.