We Move Your Imagination

სიახლე

ქარის ელექტრო სადგურის ტურბინების ტრანსპორტირება - უნიკალური პროექტი, რომელიც პირველად ხორციელდება საქართველოში

27 ივლისი, 2016

ქართლის ქარის ელექტრო სადგურისთვის ტურბინების ტრანსპორტირების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.

28 ივლისს კომპანია Logistics Solutions -მა ფოთის პორტში პირველი გემი მიიღო, რომელიც დანიაში 11 ივნისს ქარის ტურბინების სხვადასხვა კომპონენტებით დაიტვირთა. ტვირთის მიღება და დასაწყობება ფოთის პორტში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა.

კომპანია Logistics Solutions სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ქარის ელექტრო სადგურის ტურბინების ტრანსპორტირება არის უნიკალური პროექტი, რომელიც პირველად ხორციელდება საქართველოში. მსგავსი მასშტაბის და გაბარიტის ტვირთის ტრანსპორტირების პრეცენდენტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

ქარის ტურბინა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მათ შორის ყველაზე რთულად გადასატანი ტურბინის ფრთებია, რომელიც ძალიან ფაქიზი მასალისგან არის დამზადებული და თითოეული მათგანის სიგრძე 57 მ-ს შეადგენს.

8-9 აგვისტოსთვის Logistics Solutions - მეორე გემის შემოსვლას ელოდება  რომელზეც ტურბინების დარჩენილი ნაწილებია დატვირთული.

12 აგვისტოდან კი ყველაზე საინტერესო პროცესი დაიწყება - ტურბინების კომპონენტების ტრანსპორტირება გორის მიმართულებით და მათი აწყობა, სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და თითქმის დასრულებულია მონტაჟის წინა მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.