LS Heavylift-მა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის Faymonville-ის წარმოების ახალი ჰიდრავლიკური მოდულის ტიპის მისაბმელი შეიძინა
16 იანვარი, 2017
Logistics Solutions-ის შვილობილმა კომპანიამ LS Heavylift-მა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის Faymonville-ის წარმოების ახალი ჰიდრავლიკური მოდულის ტიპის მისაბმელი შეიძინა. ეს არის პირველი ამ კლასის ტექნიკა საქართველოში.
LS Heavylift-ს რამოდენიმე დღის განმავლობაში კომპანია Faymonville-დან სპეციალურად მოწვეული ტექნიკოსების ჯგუფი სტუმრობდა - მოდულის ასაწყობად, სრულად გასამართად და მართვის ტრენინგების ჩასატარებლად.
ტექნიკა სრულიად გამართულია და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად. იგი რამოდენიმე მოდულისგან შედგება, კონფიგურაციის საერთო მაქსიმალური ტვირთამწეობით - 265ტ.
კომპანია LS Heavylift უკვე დაგეგმილი აქვს დამატებითი ღერძების შეძენა ტელესკოპური დაგრძელების ფუნქცით და სხვა საინტერესო აქსესუარებით.