We Move Your Imagination

სიახლე

აშშ გეგმავს 2030 წლისთვის საზღვაო ქარის ენერგია 30გვ-მდე გაზარდოს

1 აპრილი, 2021

Breakbulk events & Media - ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა არასახმელეთო ქარის ენერგიის სექტორის გასავითარებლად ახალი წინადადებები შესთავაზა ქვეყნის მთავრობას. გეგმის მიხედვით აშშ-ის არასახმელეთო ქარის ენერგიის პოტენციალმა 2030 წლისთვის 30 გვ-ს უნდა მიაღწიოს.

აღნიშნული წინადადება ეხება აშშ-ის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტს და მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკო-მეგობრული პოლიტიკის განხორციელებას.

უწყების მდივნის, ჯენიფერ ემ გრანჰოლმის განცხადებით, აღნიშნული გეგმა ადასტურებს ამერიკის მზადყოფნას მიმართოს ყველა ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და ახალი თაობის ენერგეტიკული უსაფრთხოების მოპოვებისკენ.

როგორც სუფთა და ეკო-მეგობრული ენერგიის მტკიცე მხარდამჭერი, ჩვენი კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული წინადადება ძლიერი მაგალით გახდება ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაორმაგდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Breakbulk – White House Plans Offshore Wind Boost