ბლუმბერგი ევროპული კომპანიების მხრიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას აფასებს
ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით აშშ-ის მთავრობის ახალი ინციატივის შესახებ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული პოლიტიკის წახალისებას ეხება. გაეცნობოდით ასევე აფრიკის კონტინენტზე ცალკეული სახელმწიფოების მიდგომასაღნიშნული მიმართლებით. ახლა კი დროა ვნახოთ როგორია ამ მხრივ მდგომარეობაევროპის კონტინენტზე და როგორ ცდილობენ ევროპელები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.
Bloomberg Intelligence – ის (BI) უახლესი კვლევის თანახმად, დღეისთვის გაზისა და ნავთობის 5 ევროპული კომპანია, მათ შორის: Total, Galp, Equinor, BP და Royal Dutch Shell, ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევით ლიდერობენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს.
ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, რომ კომპანიები რომელთა სოლიდური შემოსავლებიც სწორედ გაზისა და ნავთობის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, მიმართავენ დეკარბონიზაციის პოლიტიკას. თუმცა ასე გამოიყურება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მდგრადი განვითარების დადგენილება, რომელსაც 2030 წლისთვის ყველა ევროპული კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.
ზემოხსენებული 5 კომპანია Bloomberg-ის ე.წ კლიმატის ტრანზაქციის ქულით (Climate Transition scores) შეფასდა. ქულა ასახავს გაზისა და ნავთობის ევროპული კომპანიების გამოწვევებსა და ძალისხმევას მავნე აირების შემცირების გზაზე და საბოლოო ჯამში ნულოვანი დაბიძნურების მაჩვენებლის დაფიქსირების მიზნისკენ.
ჩამოთვილი კომპანიები პოზიტიურად შეფასდნენ იმ ამბიციური მიზნის მიღწევის საქმეში, რომელიც ღრმა ტრანსფორმაციას გულისხმობს და ითვალისწინებს მსხვილი ინვესტივციების განხორციელებას მავნე აირების შემცირებისთვის. მაგალითისთვის, კომპანიები Total, Galp, Equinor, BP და Royal Dutch Shell დღეისთვის სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროების საშუალებით გამოიმუშავებენ ჯამურ 11 გიგავატ ელექტროენერგიას, რაც 78%-ია BI-ის კვლევაში მოხვედრილი სხვა 39 კომპანიის მიერ გამომუშავებული განახლებადი ენერგიის მაჩვენებლისა.
„დაბალი დაბინძურების ეკონომიკაზე ტრანზაქცია გაზისა და ნავთობის სექტორიში ძალიან კომპლექსური საკითხია. ის მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს და ითვალისწინებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე დაფუძნებულ ბიზნეს-მოდელებისგან დისტანცირებას“ - აცხადებს ბლუმბერგის მდგრადი ფინანსური გადაწყვეტილებების გლობალური ხელმძღვანელი პარტისია ტორესი.
ე.წ. ბლუმბერგის კლიმატის ტრანზაქციის ქულა ეყრდნობა კვლევას და გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა გზით ემზადებნიან კომპანიები ნულოვანი დაბინძურების დონისთვის. ის წარმოადგენს ბლუმბერგის უფრო ფართო - გარემო-სოციალური კვლევების ერთგვან დანამატს.
სტატიის ორიგინალი ვერსიისა და კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს: Breakbulk - European O&G Majors Lead Low-Carbon Efforts