We Move Your Imagination

სიახლე

ნებისმიერი ტვირთის ავტომატური დაზღვევა

5 ოქტომბერი, 2015

დაზღვევის დაფარვა არის უწყვეტი პროცესი და მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანზიტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო პაკეტი შედგენილი იყოს თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად, არსებული რისკების გათვალისწინებით. დაზღვევა იცავს თქვენ ტვირთს ტრანსპორტირების თითოეულ ფაზაზე.  ჩვენ მიერ გადაზიდული თითოეული ტვირთი (რომლის საინვოისო ღირებულება არ აღემატება 500,000 აშშ დოლარს) ავტომატურად დაზღვეულია Logistics Solutions-ის მიერ. დეტალები რეგულირდება სადაზღვევო პირობებით და წესებით, ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის პირობა ICC A-ის მიხედვით.

Logistics Solutions-ს აქვს როგორც ტვირთის, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევა, შესაბამისად, ყველა ტვირთი ავტომატურად დაზღვეულია. ასეთ პაკეტს  მომხმარებელს საქართველოში სულ რამოდენიმე კომპანია სთავაზობს. Logistics Solutions ზრუნავს, რომ  ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კლიენტები არ დაზარალდნენ.