GENERAL ELECTRIC 6FA გაზის ტურბინის ტრანსპორტირება
Logistics Solutions - მა შეასრულა ერთერთი ყველაზე რთული საპროექტო გადაზიდვა საქართველოში. შესრულდა 2 ცალი 96Т General Electric გაზის ტურბინების ტრანსპორტირება 230MW გარდაბნის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც თურქულმა კომპანიამ Calik Enerji განახორციელა.
ტვირთის გაბარიტებიდან გამომდინარე , ტრანსპორტირების დროს კომპანიას მოუწია გზის ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება - რიგ ადგილებში გაზის მილების ამაღლება, საინფორმაციო და სარეკლამო ნიშნების მოხსნა/შემდგომ დამაგრება და ა.შ
მთავარი გამოწვევა პროექტის შესრულების დროს იყო ტვირთის სიმაღლე 5.5 და ტურბინის წონა 96t. სულ სატრანსპორტო კონფიგურაციის წონა იყო 149t. საქართველოს ხიდების კონფიგურაციიდან გამომდინარე ეს ფაქტი ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ტრანსპორტირების დროს, აქედან გამომდინარე კომპანიას მოუწია კრიტიკულ ადგილებში ხიდის ქვეშ გზის საფარის აღება/შემდეგ ხელახალი დაგება და ასევე ტვირთის გადაადგილება ხიდებზე თვითმავალი ჰიდრავლიკური მოდულებით.