We Move Your Imagination

შენახვა და დასაწყობება

ჩვენი კომპანიის პარტნიორი აგენტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დასაწყობების სერვისით სხვადასხვა ქვეყნებში.

ევროპასა და თურქეთში განთავსებული საწყობები საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ტვირთების კონსოლიდირება, მოგვიანებით კი განსაზღვრულ ვადებში დანიშნულების ადგილამდე მიწოდება. ჩვენი სერვისი ასევე მოიცავს განუბაჟებელი ტვირთების მომსახურებასაც.

შესაძლებელია ტვირთების სხვადასხვა ადგილიდან აღება და მათი შეგროვება მულტიმოდალური სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე საქონლის დასაწყობება სხვადასხვა პორტში, კონტეინერის ჩატვირთვა/დაცლა და ლოკალური დისტრიბუცია.

საქართველოში კომპანია ფლობს საკუთარ კომერციულ საწყობს, რომელიც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საკვანძო საგზაო არტერიასთან.

საწყობის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ფართობი - 500კვ/მ;
  • ინვენტარის კომპიუტირიზირებული მეთვალყურეობის სისტემა, რომელზე წვდომაც დღე–ღამის ნებისმიერ დროს ონლაინ არის შესაძლებელი;
  • ლითონის თანამედროვე სტელაჟური სისტემა, რომელიც სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებსა და ხარისხს;
  • ტერმინალის გარე პერიმეტრზე შესაძლებელია სხვადასხვა სამშენებლო თუ საკონტეინერო ტვირთების განთავსება;
  • საკუთარი ტექნიკა და დაცვის სამსახური 24-საათიან რეჟიმში.