პირველი ქარის ელექტრო სადგურის ''ქართლის'' სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა
20 მგვტ სიმძლავრის ქარის პირველი ელექტრო სადგურის „ქართლის“ ტრანსპორტირების დაგეგმარებაზე მუშაობა დაიწყ
მოგეხსენებათ 2016 წლის მარტის თვიდან გორის ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, დასრულების თარიღი კი ამავე წლის სექტემბრის თვეა.
ამ მასშტაბურ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტში ტრანსპორტირების კუთხით კომპანია Logistics Solutions და მისი პარტნიორი Hareket Project Tasimaciligi არიან ჩართულები.
ქარის ელექტრო სადგურების ტურბინების ტრანსპორტირება სპეციფიური ხასიათის მატარებელია და მოითხოვს მკაცრი ტექნიკური მოთხოვნების და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას. თითოეული ტურბინის დეტალის ტრანსპორტირებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება არამედ მნიშვნელოვანია პროფესიონალი და გამოცდილი გუნდის ჩართულობა.
ტრანსპორტირების დაგეგარმარების პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს გადაზიდვის მარშრუტის მომზადება, რომ შესაძლებელი იყოს ტურბინების ყველა კომპონენტის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება.
რამოდენიმე დღის წინ ჩვენმა გუნდმა მოინახულა დაწყებული მშენებლობა, რომელიც საკმაოდ აქტიურ ფაზაშია და შეესაბამება პროექტის ვადებს. ადგილზე განხილული იყო ყველა გადასაწყვეტი საკითხი და დაიგეგმა სამომავლო ქმედებები