მაროკო დეკარბონიზაციისკენ მორიგ ნაბიჯს დგამს
დღეს ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია, შეიცავს საფრთხეს და გამოწვეულია ადამიანის ინდუსტრიული აქტივობის შედეგად. ყოველ შემთხვევაში Logistics Solutions-ი ამაში დარწმუნებულია. გვიხარია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ენერგიის წახალიზებაზე, ატმოსფეროში CO2-ის გაფრქვევის შემცირებაზე და ეხმარება განვითარებად სახელმწიფოებს მოახდინონ დეკარბონიზაცია.
ჰაერის დაბინძურების და ე.წ. სათბურის ეფექტის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი (რაც გლობალურ დათბობას, ანუ კლიმატის ცვლილებას იწვევს), სატრანპსორტო საშაულებებია, რომლებიც ტვირთების თუ ადამიანის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. მწვანე პოლიტიკა ჩვენთვის უმნიშნელოვანესი სოციალური პასუხისმგებლობაა, დაინტერესებულები ვართ სხვათა გამოცდილებით და პრაქტიკით დეკარბონიზაციის გზაზე.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი სწრაფად განვითარებადი მაროკოა, რომელიც დეკარბონიზაციას სახელმწიფო დონეზე ცდილობს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აფრიკის სიდიდით მე-5 ეკონომიკის მქონე მაროკოს შიდა გადაზიდვების 75% სწორედ სახმელეთო ტრანსპორტზე მოდის. აქტიური ურბანიზაცია და ქვეყანაში ინფრასტრუქტურული განვითარება კი სამომავლოდ ამ მონაცემს მნიშნელოვნად გაზრდის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის - OECD-ის ინფორმაციით, მაროკოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შესანარჩუნებლად საჭიროა ლოჯისტიკის სფეროს კიდევ უფრო განვითარება, ეს კი პირდაპირ-პროპორციულად აისახება ქვეყნის მიერ წარმოქმნილ მავნე აირების მოცულობაზე. სწორედ ამიტომ OECD-ში შემავალმა მთავრობათა-შორისმა ქვე-ორგანიზაციამ, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმმა - ITF (აერთიანებს 62 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც), წარადგინა დოკუმენტი, რომლის ეფექტურად განხორციელების შედეგადაცმაროკო შეძლებს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სფეროს დეკარბონიზაციას.
დოკუმენტი მოიცავს სფეროს კვლევას, მოდელირებას და ინსტრუმენტებს, რომელთა განხორციელების შედეგადაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს ხსენებულ შედეგს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქვეყნის მთავრობამ უკვე გააჟღერა ინიციატივა სპეციალური ზომების მიღების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს 2030 წლისთვის სახმელეთო ტრანსპორტის მიერ გამოყოფილი მავნე აირებისს 19%-ით შემცირებას. საყურადღებოა, რომ ITF-ის ინფორმაციის, ანალოგიურ სახელმწიფო ინიციატივას აქტიურად აჟღერებს და ახორციელებს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც.
ჩვენც ვიტოვებთ იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოც აქტიურად დაიწყებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
ITF-ის დოკუმენტისა და სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ბმულებზე: