ქარის პროექტი უკრაინაში - ორლოვკა
Logistics Solutions-ი მოხარულია გლობალური მწვანე და ეკოლოგიური ენერგიის განვითარების საქმეში თავისი წვლილის შეტანით.
ქართულ ბაზარზე კორპორატიული კულტურით დამუხტული, სანდო და ანგარიშგასაწევი კომპანიის სახელის დამკვიდრების შემდეგ, ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო უკრაინაში ორლოვკას ქარის ელექტრო სადგურის პროექტის განხორციელება - რომელიც დღეს-დღეობით უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრო სადგურია.
2019 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც კომპანია უკვე აქტიურად იყო ჩართული Azerikimiya EP-300-ის სადგურის მოდერნიზაციის რეკორდული მაჩვენებლების მქონე მეგა-პროექტში (აღნიშნული პროექტი 2016 წელს შექმნილი შვილობილი კომპანია LS HEavylift-ის მეშვეობით განხორციელდა), Logistics Solutions-მა მოახერხა და მოიპოვა მეორე საერთაშორისო კონტრაქტი უკრაინაში განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდ კომპანიისგან DTEK Renewables. კონტრაქტი ითვალისწინებდა VESTAS-ის ფირმის 26 ცალი, მასიური ქარის ტურბინის ტრანსპორტირებას.
დადგა დრო Logistics Solutions-სა და LS Heavylift-ს დაემტკიცებინათ, რომ შეძლებდნენ ქვეყნის გარეთ, ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური და გამოწვევებით სავსე პროექტის წარმატებით განხორციელებას. ორლოვკას პროექტი იქცა საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი, როგორც ქართული ფესვების მქონე კომპანიის ტრიუმფალური წარმოჩენის საწინდარად.
კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით, ჩვენ მისიას წარმოადგენდა ქარის ტურბინების ზე-გაბარიტული და უმძიმესი კომპონენტების ტრანსპორტირება უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან 140 კილომეტრის დაშორებით მდებარე ორლოვკაში. ტურბინების სამონტაჟო ლოკაციად თვალუწვდენელი გაშლილი ველი შეირჩა, სადაც ჩვენ სატრანსპორტო საშუალებებს რბილ და არამყარ გრუნტზე უნდა გაეტარებინათ ზე-მძიმე ტვირთები.
მსგავსი სახის დავალების შესასრულებლად ჩვენმა გუნდმა საქართველოდან უკრაინაში LS Heavylift-ის განკარგულებაში არსებული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა გადაიყვანა. დესანტირებულ შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე ტვირთგამწე, სხვადასხვა სახის სპელიალიზირებული მისაბმელი და მოდულური ღერძი. გარდა ამისა, კომპანიამ თავად იტვირთა ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტური საკითხის გადაჭრაც. შედეგად, ორლოვკას პროექტი იქცა უზარმაზარ საორგანიზაციო-ლოგისტიკურ ოპერაციად, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა განხორციელებულიყო.
პორტიდან ერთი ქარის ტურბინის ტრანსპორტირებისთვის 11 ცალკეული მარშუტის განხორციელება იყო საჭირო. ამასთან, ზე-მძიმე, თუმცა ფაქიზი კომპონენტების გადაზიდვას 5-დან 6 საათამდე დრო სჭირდებოდა. მიუხედავად უზარმაზარი ფიზიკური და მენტალური დატვირთვისა, შეცდომების დაშვების უფლება არავის ჰქონდა. ნებისმიერი კომპონენტის მცირე დაზიანებაც კი პროექტში ჩართული ყველა მხარისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, რადგან მათი შეკეთება მხოლოდ წარმოების ადგილზე, ანუ დანიაში დაბრუნებით იქნებოდა შესაძლებელი.
ქარის ტურბინის საყრდენი ძელის ყველაზე მსუბუქი კომპონენტი, არც მეტი არც ნაკლები, 56 ტონას იწონიდა, თუმცა 31 მეტრი სიგრძის, ის ყველაზე გრძელი დეტალი იყო ძელის მაკომპლექტებლებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოკლე კომპონენტი სიგრძეში არ აღემატებოდა 13 მეტრს, ის ყველაზე ბევრს, შთამბეჭდავ 82 ტონას იწონიდა. ტურბინის ფრთების შემთხვევაში სრულიად სხვა გაბარიტებთან გვქონდა საქმე. მათი წონა უმნიშვნელო 20.5 ტონას შეადგენდა, თუმცა 63 მეტრის სიგრძის ფრთის ტრანსპორტირება, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში, ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, რომ არა ჩვენი გუნდის პროფესიოანლიზმი და კრეატიული მიდგომა.
ტრანსპორტირების ოპერაცია 90 დღე გაგრძელდა, რა დროსას LS Heavylift-ის სპეციალისტები ნაბიჯ-ნაბიჯ სიზუსტითა და სიფრთხილით ასრულებდნენ გეგმას. არსებული მასშტაბების გათვალისწინებით ძნელი მისახვედრი არაა, რომ 3 თვე იდეალური პერიოდია ასეთი მეგა-პროექტის დასრულებისთვის, რომელიც შეცდომებისა და ინციდენტების გარეშე იქნა მოყვანილი სისრულეში.
Logistics Solutions-ი მოხარულია, რომ მისი მეშვეობით გარემოს კიდევ ერთი ეკო-მეგობრული ენერგო-პროექტი შეემატა.
Photosource_renewable.dtek_