We Move Your Imagination

პროექტები

დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგური

თარიღი: სექტემბერი-დეკემბერი, 2020 შესრულებული სამუშაო: 10 ერთეული ქარის ტურბინის ტრანსპორტირება საწყისი ადგილმდებარეობა: რენის პორტი, უკრანია დანიშნულების ადგილი: დნისტროვსკი, ოდესის რეგიონი, უკრაინა

ჩვენ განვაგრძობთ განახლებადი და ამოუწურავი ენერგო-რესურსების შექმნისკენ მიმართულ პროექტებში მონაწილეობას.

ამ ჯერად საქმე დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგურის შექმნას ეხება. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ლოგისტიკური ნაწილის შესრულება სწორედ Logistics Solutions დაეკისრა. სამუშაოები ჩვენი შვილობილი კომპანია LS Heavylift-ის მეშვეობით განვახორციელეთ.

ეს იყო მესამე პროექტი, სადაც ქარის ტურბინა-გენერატორებთან მოგვიწია შეხება. ერთი შეხედვით, ის მორიგ ჩვეულ დავალებას წარმოადგენდა, რომელსაც რუტინულობის ელფერი დაჰკრავდა, თუმცა ნამდვილად გვქონდა სიამაყის საბაბი. მწვანე პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი სწრაფვა საუკეთესოდ სწორედ ასეთ პროექტებში აისახება.

ამ პროექტის განსაკუთრებულობის კიდევ ერთი მიზეზი მისი გეოგრაფიაა, რომელიც ამ ჯერადაც გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. შედეგად Logistics Solutions-ი თავდაჯერებულად იმკვიდრებს რეგიონში საერთაშორისო და კონკურენტუნარიანი კომპანიის იმიჯს.

დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგურზე მუშაობისას ჩვენ მეორეჯერ მოგვეცა საშუალება გვემუშავა უკრაინის ულამაზეს მიწაზე. ერთი სიამოვნებაა ამ მხარის უკიდეგანო მინდვრებითა და ორფეროვანი ჰორიზონტით ტკბობა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით განასახიერებს ქვეყნის ალამს. გიგანტური კომპონენტებით დატვირთული ჩვენი ბრენდირებული სპეცტექნიკა ჰარმონიულად ერწყმოდა უკრაინის ატმოსფერულ გარემოს.

პროექტის განხორციელება ორ ეტაპად დაიგეგმა, რომლის პირველ ეტაპზეც LS Heavylift-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ჯამში ჩვენ მიერ გადაზიდულ იქნა 15 ქარის ტურბინა-გენერატორი, რომელიც დანიშნულების ადგილზე აიწყო და დამონტაჟდა.

ნიდერლანდებიდან მომდინარე ქარის ტურბინების ზე-მძიმე და არაგაბარიტური კომპონენტები მდინარე დუნაიზე არსებულ რენის პორტში შემოდიოდა. ჩვენი დავალება კი პორტიდან მათი დანიშნულების ადგილზე, ანუ 236 კმ-ის  მოშორებით, ოდესის რეგიონის სოფერ სტაროკოზაჩეს მისადგომებთნ გაშლილ სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირება იყო.

15 ფრთისგან შემდგარი პირველი ტვირთი თვითმავალმა მდინარის ბარჟამ რენის პორტში 26 სექტემბერს შემოიტანა. უკანასკნელი კომპონენტი კი ჩვენმა საველე ჯგუფმა დანიშნულების ადგილზე ამა წლის 1 დეკემბერს ჩაიტანა.

სამუშაოების დამკვეთი იყო Elementum Energy-ი.

მთლიანობაში, ჩვენი კომპანიის მიერ ჯამური 5500 ტონა ტვირთი იქნა ტრანსპორტირებული, მათ შორის 30 ფრთა, 10 გონდოლა, 10 როტორი, ტურბინა-გენერატორების კოშკურების 60 ერთეული სექცია და სხვა თანმხლები მაკომპლექტებელი აღჭურვილობა.

საბოლოო დასრულების შემდეგ, დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგური სუფთა ენერგიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდება, რომელიც თავს მოუყრის “GE Renewable Energy”-ის წარმოების ტურბინა-გენერატორს.

ამრიგად, ელექტრო სადგური ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს ეკო-მეგობრული ენერგიით. იგი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკის მორიგ წარმატებას, სადაც მუდამ იქნება წარმოჩენილი ჩვენი მკაფიო და მნიშვნელოვანი კვალი.