Azerikimiya EP-300-ის სადგურის მოდერნიზაციის პროექტი
2019 წლის ზაფხულში, ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ, LS Heavylift-მა მოიპოვა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრაქტი.
პროექტი, რომლის შესრულებაც ჩვენ კომპანიას ერგო წილად მიზნად ისახავდა აზერბაიჯანული Azerikimiya-ის სადგურის EP-300-ის საფუძვლიან მოდერნიზაცას. ეს კი თავის მხრივ ითვალისწინებდა სადგურის ბრძმედებისა და სარქველი კონსტრუქციების გადაზიდვასა და მონტაჟს.
პროექტისთვის გამოცხადებული ტენდერის შედეგები გარკვეულწილად თავად LS Heavylift-თვისაც მოულოდნელი გახდა. წარმოდგენილი პირობებით ჩვენ შევძელით და ვაჯობეთ არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებს. ამრიგად კომპანიამ იტვირთა პასუხისმგებლობა კოლოსალური ზომისა და წონის ტვირთების ტრანსპორტირებაზე, რომელთა ინდივიდუალური წონა ერთი-ორად აღემატებოდა LS Heavylift-ის მიერ მანამდე ტრანსპორტირებული ნებისმიერი ტვირთის მონაცემებს.
ამიერკავკასიის რეგიონისთვის მსგავსი მასშტაბის ობიექტების აზიდვა და ტრანსპრტირება რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. ორი სარქველიდან თითოეულის სიმაღლე 25 მ. აღწევდა, წონა კი 306 ტონას შეადგენდა. ხოლო გრძმედის სიმაღლე თითქმის ორჯერ აღერმატებოდა სარქველებისას და 45-მეტრს უტოლდებოდა, მისი წონა კი წარმოუდგენელ 1500 ტონას შეადგენდა.
LS Heavylift-ის მისია ამ გიგანტური ობიექტების თვითმავალ მოდულურ ღერძებზე დადება და ერთი წერტილიდან მეორე წერტილში უვნებლად გადატანა იყო.
წარმოუდგენლად რთული დავალება, ამავდროულად ფაქიზ და სათუთ მოპყრობასაც მოითხოვდა. დაუშვებელი იყო რაიმე სახის შეცდომა მილიმეტრების დონეზეც კი. პროექტი კომპანიის თითოეული წევრისგან თავისი შესაძლებლობებისა და კონცენტრაციის მაქსიმუმს მოითხოვდა.
მიუხედავად უამრავი სირთულისა და საინჟინრო გამოწვევისა, LS Heavylift-ის სპეიალისტები დარწმუნებულები იყვნენ თავის შესაძლებლობებში.
კონტრაქტის მოპოვებიდან ძალიან მალე, 2019 წლის 20 ივლისისთვის, პროექტისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა ტრანსპორტირების განხორციელების ადგილას, ქ. სუმგაიტში იყო თავმოყრილი. LS Heavylift-ის განკარგულებაში იყო თანამედროვე მოდულური ტიპის ჰიდრავლიკური ღერძები და თითმავალი მოდულური გადამზიდავი, ე.წ. SMTP.
პირველი ტვირთის დასაძლევად (25მ. სიმაღლისა და 306ტ. წონის სარქველი) საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს ერთი სრული დღე დასჭირდა.
გადაზიდვის ოპერაცია მეორე დღეს დაწიყო და წარმატებით დასრულდა. დეტალურმა და ზუსტმა გათვლებმა თავის შედეგი გამოიღო. სარქველის ტრანსპორტირება უვნებლად განხორციელდა და ის წინასწარ მომზადებულ ფუნდამენტზე დამონტაჟდა. ხოლო 24 ივლისს თავის მუდმივ ლოკაციაზე მეორე, ანალოგიური ზომის სარქველი იქნა გადატანილი.
მიუხედავად წარმატებისა, სპეციალისტები თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდნენ. უმთავრესი გამოწვევა - 15 სართულიანი შენობის სიმაღლის ტოლფასი, 1500 ტონიანი გრძმედი ჯერ კიდევ ელოდა თავის რიგს.
მეგა-კონსტრუქციის ტრანსპორტირება 4 აგვისტოს დაიწყო. ოპერაცია რუდუნებითა და მაქსიმალური სიფრთხილით შეუფერხებელად 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მრავალი მანევრისა და უსასრულოდ გაწელილი დღის შემდეგ, მძიმეწონოსანი მის კუთვნილ ლოკაციაზე განთავსდა.
პროექტის ხანგრძლივობამ ნახევარ თვეზე მეტი შეადაგინა და ის ექსესების გარეშე ტრიუმფალური წარმატებით დასრულდა. LS Heavylift-ის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ უსაფრთხოება წარმოადგენდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენი კომპანიის ისტორიაში უმნიშნელოვანესი ეტაპი დასრულდა, თუმცა მიღწეული წარმატება სხვა, ახალი და უფრო საინტერესო მეგა-პროექტების საწინდარი გახდა.
LS Heavylift ყოველთვის მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერი სახის გამოწვევას.
მადლობას ვუხდით ზემოხსენებულ პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, TechnipFMC -სა და Azfen-ს და, რა თქმა უნდა, ჩვენს დამკვეთს Socar Azerikimiya-ს.