საპროექტო გადაზიდვები Logistics Solutions-ის ერთ-ერთ ძირითად სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს, რომელსაც ის თავის შვილობილ კომპანია LS Heavylift-თან ერთად ახორციელებს. LS Heavylift-ი ფლობს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სატრანსპორტო საშუალებას და ყველა აუცილებელ აღჭურვილობას არაგაბარიტული თუ ზენორმატიული გადაზიდვისთვის.
ჩვენი მომსახურება მოიცავს გადაზიდვის დაგეგმარებას, რაც გულისხმობს: მარშრუტების კვლევას, მარშუტის მოძრაობის რეგულირებას, ნახაზებისა და გამოთვლების წარმოებას და ყველა იმ კომპლექსურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა საჭიროებს.
ჩვენი საპროექტო ლოგისტიკის უპირატესობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამიერკავკასიის რეგიონში წარმოვადგენთ ერთადერთ კომპანიას, რომელიც აკრედიტირებულია და პირდაპირი ვენდორია ისეთი წამყვანი ბრენდებისა, როგორებიც არიან: Siemens, Vestas, General Electric, Tecnimont.
ჩვენ ვახდენთ ნებისმიერი ზომის მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების სახმელეთო ტვირთის გადაზიდვას.
საპროექტო განხორციელებული პროექტები თავად მეტყველებენ:
- ქართლის ქარის ელექტრო სადგური (საქართველო);
- დნისტროვსკის ქარის ელექტრო სადგური (უკრაინა);
- ორლოვკას ქარის ელექტრო სადგური (უკრაინა);
- აზერქიმიის პროექტი (აზერბაიჯანი);
- TBM-ის ტრანსპორტირება (საქართველო);
- და სხვა მრავალი პროექტი.